ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ წარადგენს

“მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შედგა შეხვედრა პარტიის პოლიტიკური საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით, სადაც განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, მათ შორის მივიღეთ გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მონაწილეობის თაობაზე. მსჯელობის საფუძველზე, საერთო თანხმობით, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები