სალომე ზურაბიშვილი: დამოუკიდებელი კანდიდატი ეულ კანდიდატს არ ნიშნავს

„ვისთანაც საჭირო იქნება, ყველასთან მექნება კონსულტაცია“, – ამის შესახებ 2018 წლის არჩევნების ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მისი გადაწყვეტილების ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო შეთანხმებას ეხებოდა.
„კონსულტაციები არ მქონია, მე კონსულტაციები მქონდა საკუთარ თავთან, მაგრამ ამ დღიდან, როგორც კი დავაყენე ჩემი  კანდიდატურა, ვისთანაც საჭირო იქნება, ყველასთან მექნება კონსულტაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ეულ კანდიდატს არ ნიშნავს.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რაში მდგომარეობს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ მას ღიად უჭერს მხარს.  „ძალიან ნათელია ის, თუ რაში მდგომარეობს ჩემი დამოუკიდებლობა – ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპები, ჩემი ხედვა ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა განვითარდეს“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები