სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილზე დღეს სხვანაირად ვფიქრობ, მაშინ ნანახიც არ მყავდა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ახლანდელ რეალობაში არ თვლის რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია.
ჟურნალისტის კითხვაზე ახლაც თვლის თუ არა, როგორც 2009 წელს გამოცემულ წიგნში, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არა და ასე წლებისწინანდელი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობდა.
„მე ეს დავწერე 2007 თუ 2008 წელს, გამოქვეყნდა 2009 წელს. ეს ის იყო ის რასაც ფიქრობდა იმ დროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ეს იყო ჩემი დახასიათება მისი, იყო ის რაც იყო, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ნანახიც არ მყავდა, არ ვიცნობდი, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე, გავიგე მაგალითად ის რომ ნაწილი იმ ძალიან დიდი საქმის რაც მე მეგონა რომ სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის და ჯარის სახით, ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან რთულია, რომ ამ ყველაფრის მერე თქვა, რომ ის არის რუსი ოლიგარქი. დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან გასნხვავებული, სხვანაირად ვფიქრობ. ასევე სხვანაირად ვფიქრობ დღეს მიხეილ სააკაშვილზე, იმ ყველაფრის შემდეგ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები