სალომე ზურაბიშვილი: როცა ხარ პატარა ქვეყანა შენს მტერზე ჭკვიანი უნდა იყო

“როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე ჭკვიანი უნდა იყო”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, სადაც ჟურნალისტი დაინტერესდა მისი პოზიციით, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის “აგვისტოს ომი”.
“საუკუნეების წინ, ომი დაიწყო რუსეთმა, ამ კონკრეტულ ვითარებაში კი, საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ეს არის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირიც ადასტურებდა. ერთს გეტყვით, მე, როგორც პრეზიდენტი, პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე ჭკვიანი უნდა იყო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები