ნუკრი ქანთარია: სალომე ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს

„ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ არ იქნება ერთიანი პოზიცია“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ კითხვას, დაუჭერს თუ არა “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
დეპუტატი ამბობს, რომ ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა. მისივე თქმით, როგორც პიროვნებას, სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვს.
“ოჯახი, წინაპრები, მისი გზა ცხოვრებასა და პოლიტიკაში, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა. ბევრი დადებითია გასახსენებელი მის შესახებ”,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნება” არ დაუჭერს მხარს ისეთ კანდიდატს, ვისაც ნულოვანი შანსი ექნება, თუ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, მასზე გავლენა მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს“.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები