ფხალაძე მედვედევს პასუხობს – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის გარანტია რეგიონის უსაფრთხოების

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგია.

„ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მერე, განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები