მედვედევი: საქართველოს ნატოში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს

2008 წლის აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი მორიგ მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს.
როგორც მედვედევი აცხადებს, საქართველოს ნატოში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
„საქართველოს ნატოში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა “კომერსანტის” ეთერში დიმიტრი მედვედევმა.
მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები