დავით ზალკალიანი ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მიწისძვრის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„გამოვხატავ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას ინდონეზიელი ხალხისა და მთავრობის მიმართ, კუნძულ ლომბოკზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო, ამ მძიმე წუთებში, ინდონეზიის გვერდით დგას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში 6 აგვისტოს, 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც.
ინდონეზიაში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები