სალომე ზურაბიშვილი დღეს, 17:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 17:00 საათზე, საპრეზიდენტო კანდიდატად მის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.
დეპუტატი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ჯერჯერობით, ისიც უცნობია, მონაწილეობის შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა “ქართული ოცნება” მას მხარს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები