ISIS-ის მუქარა – „ორი ძმა მოგვიკალით! ამისთვის სასჯელს მიიღებთ, ურჯულოებო“ (ვიდეო)

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” საქართველოს ემუქრება. ვიდეომიმართვას „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მათ ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, ქართული ტიტრებით, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიმდევრების დამზადებულია და ამ ვიდეოში ISIS-ი საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.
„პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო ორი კვირის წინ არის დამზადებული.
„ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები, ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები