გორის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას.
ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შსს-ს შესაბამის რაიონულ პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები