ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებულებიდან 6 ბავშვია

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაშავებულები მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია.
დაშავებულთაგან ერთს ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც უკვე დასრულდა, ხოლო სამს ოპერაცია ამ წუთებში უტარდება; რაც შეეხება არასრულწლოვნებს ორი მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაშია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოთხი კი, მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მანამდე თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. თუმცა როგორ მოხდა შეჯახება, ავარიის მომენტს ვერ იხსენებენ. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, დაშავდნენ ის მგზავრები, რომლებიც ავტობუსში მარჯვენა მხარეს ისხდნენ. მისივე თქმით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დაშავებულების მოსანახულებლად ადგილზე გაემგზავრა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღეს, დღისით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ამ დროის მონაცემებით, დაშავდა – 13 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები