პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, მუსა ხანგოშვილი დააკავეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მუსა ხანგოშვილი დააკავეს, ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმით ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები