კასპის მუნიციპალიტეტთან, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა – არის მსხვერპლიც

კასპის მუნიციპალიტეტთან, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არის მსხვერპლი და დაშავებულია დაახლოებით 6 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც “კირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისი ექსპერტიზა ჩაინიშნება, ფაქტს მიეცემა შესაბამისი კვალიფიკაცია და დაიწყება გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები