ბათუმში პორტუგალიელი ტურისტი გაქურდეს

ბათუმში პორტუგალიელი ტურისტი გაქურდეს. გამოძიებისთვის უცნობმა პირმა 45 წლამდე, უცხოელ ტურისტს ხელჩანთა და პირადი ნივთები მოჰპარა.
„ბათუმის ბულვარში სეირნობისას, შემხვდა პორტუგალიელი ტურისტი (მამაკაცი 40-45 წლის), რომელიც 2 დღის წინ ჩაძინებული გაუქურდავთ, მოუპარავთ ხელჩანთა, რომელშიც ჰქონდა პლანშეტი, იუესბი, პასპორტი და სხვა საბუთები, რაც ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, უცხოელი ტურისტის ქურდობის შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს დაფიქსირდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177 -ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები