„კარფურთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, თბილისის გასასვლელთან, სუპერმარკეტ „კარფურის“ შენობის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და ერთ-ერთი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, სწორედ ამ ავტომანქანის მძღოლი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები