„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, ის დაკავებულია და ეს საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, კვალიფიკაცია შეეცვალოს“

„ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შს სამინისტრო დაელოდება კომისიის შედეგების გასაჯაროებას და ამის შემდეგ მოხდება ერთობლივი მსჯელობა იმაზე, მოხდა თუ არა საქმის დროს დარღვევა, გადამეტება და ა.შ.
„2017 წლის დეკემბერში ეს ინფორმაცია არავინ იცოდა, რამეთუ ეს ინფორმაცია გაჟღერდა სასამართლო პროცესზე. იმისთვის, რომ თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რამე გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს შორის, რასაც თქვენ აფასებთ შეფასებითად და იმ კითხვებზე, რაც მე გიპასუხეთ. მეორე, რეალურად მირზა სუბელიანი, რომელიც მე არც ვიცოდი მაშინ, საერთოდ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ამ საქმესთან, ვინც აკავშირებს შვილი და მისი ნათესავები – არიან ერთეულები იმ მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან. მესამე – რეალურად, დაველოდებით თქვენი კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც გახლავთ, იმიტომ ვთანამშრომლობთ ასე ტრანსპარენტულად თქვენთან, რომ გამოვავლინოთ შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან გადამეტება – და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ – რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები