მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მწერალ მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა, მამუკა ხერხეულიძე პალატაშია გადაყვანილი. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობა უტარდება.
„ამ დროისთვის პაციენტ მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ, ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის“, – განაცხადა ნატა ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა პეტრიაშვილის ქუჩაზე კაფე „ანტრეში“ მოხდა.
მარიამ ლომინაძე