სასამართლო პროცესზე ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ.-ს მშობლები იკითხებიან

სასამართლო პროცესზე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები იკითხებიან. მსჯავრდებულის მშობლები სასამართლოს ჩვენებას ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცემენ. სხდომაზე ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაც, რადგან აღნიშნული მოწმე საქართველოში არ იმყოფება.
საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განმარტებით, მოწმეები იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ, რაც მათ საქმის გარშემო იციან. თავის მხრივ, ადვოკატები მოწმეებს იმ საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს, თუ რამდენად აქვთ მათ ინფორმაცია იმ ავტომანქანაში მყოფი პირებისა და მათი საუბრების დეტალების შესახებ, რომლითაც მსჯავრდებული გ.ჯ. და ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი – მიხეილ კალანდია 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ქალაქიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები