მამაკაცი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეები გაქურდა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ბ.თ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 ივლისს, ქალაქ ჯვარში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული ფოტოაპარატი, თანხა და პირადი ნივთები მოჰპარა. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები