თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება.
„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები