ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ: ვიცი, რა მოხდა. ჩემი ძმისგან გავიგე, თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ -ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს. კალანდიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„კომისიის წევრებს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია. ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაწვდიდი იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, რაც მოხდა. მე ჩემს ძმას არა ხორავას ქუჩაზე, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მივაკითხე“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
კითხვაზე, მიიღო თუ არა თავისი ძმისგან – მ. კ -სგან ინფორმაცია, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, ლუკა კალანდიამ შემდეგნაირად უპასუხა: „ვიცი, რა მოხდა. ჩემი ძმისგან გავიგე, თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი“.
ლუკა კალანდია მამასთან, თენგიზ კალანდიასთან ერთად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები