თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ახლობლებმა იპოვეს. ამ ეტაპზე, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები