ტაქსის მძღოლი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა. შემთხვევა გუშინ ღამით გლდანში მოხდა. ტაქსის მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა ქალზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი მას პირადი ნივთები წაართვა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულება “ვივა მედიდან” დაახლოებით ორი საათის წინ გაეწერა. ის გამომძიებლებმა გამოკითხვაზე წაიყვანეს. რაც შეეხება დაზიანებას, მას თავის ქალის ღია ჭრილობა ჰქონდა. ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ნინო კუზანოვა ადასტურებს.

დაკავებული მძღოლი 37 წლისაა. ის წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები