საგამოძიებო კომისიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, გლდანის მერვე საპყრობილეში მსჯავრდებულ გ.ჯ-ს გამოკითხვა დაასრულა. მსჯავრდებულის გამოკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოკითხვას, ფსიქოლოგის გარდა, არასრულწლოვნის ადვოკატიც ესწრებოდა.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა.
„გ.ჯ.-მ ისაუბრა, როგორ დაიწყო და გაგრძელდა ეს კონფლიქტი. მისი ჩვენება დამაჯერებელი იყო. კონკრეტული გამოკითხვა კონსტრუქციულად წარიმართა. დეპუტატების ინტერესი იყო, როგორ მოხდა კონფლიქტი, ვინ ვის სცემდა და ეჩხუბებოდა. ბევრი კითხვა იყო სხვა არასრულწლოვნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, გ.ჯ-ს პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები