ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი გარდაიცვალა

  თბილისის ცირკში ლომის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ პორტალ “კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
თბილისის ცირკში ლომმა უკრაინული დასის წევრი, ცხოველების მომვლელი ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაგლიჯა. ნადირი ახალგაზრდა მამაკაცს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ვოლიერში შევიდა. ის მძიმე დაზიანებებით, შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები