თელავის სასამართლომ სს “ბადაგონის” უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა
დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ “გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სს კომპანია ბადაგონს მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ “გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადო სს “ბადაგონის” აქციათა 100%-ს, ასევე გიორგი სალაყაიას უძრავ და მოძრავ ქონებას, მათ შორის:
თბილისში, გაზაფხულის #15 ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება
უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელი შინდისში
- უძრავი ქონება სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში.
- შპს „გრეიპ ლენდი grape lan”-ში გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული 100%-იანი წილი
- შპს „ბადაგონი სთორში“ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული წილი
- სატრანსპორტო საშუალება HONDA PILOT
- სატრანსპორტო საშუალება MERCEDES – BENZ GLS
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 19 ივლისით თარიღდება.