ეკა ბესელია: შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან სხვა პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი

„რაც შეეხება ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენი შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, კონტურები ცალკეული, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა უკვე, რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბესელია მომხრეა იმ აზრის, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატები გუნდის გარეთაც ეძებოს.
„მე პირადად მიმაჩნია, რომ საინტერესო და დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი”,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, როცა დასახელდება ყველა კანდიდატი, ვინც აპირებს მონაწილეობას საპრეზიდენტო მარათონში, მმართველი გუნდიც ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი. ეს იდეები, მე პირადად, ძალიან მომწონს”,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები