ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია, მოქმედმა და მომავალმა პრეზიდენტებმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ.  როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს. ზოგიერთი 8-მილიონიანი დარღვევის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ რომ მოიხსენიებს, დოკუმენტებით, რომელიც აღარ არის საიდუმლო, თუმცა გრიფის “საიდუმლო“ მოხსნა გვიან მოხდა, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე ბრალი აქვს წარდგენილი. მნიშვნელოვანია, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები