თელავში, ძმამ ძმა დაჭრა

თელავში მამაკაცმა საკუთარი ძმა დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება, კერძოდ კი, ძმებს შორის დავა საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო.

დაპირისპირების დროს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეში დაიჭრა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მეორე ძმის დასაკავებლად კი, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები