მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ბოლო ერთი თვეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. დაკარგული სოფელ გაჩიანში, გვიან ღამით, საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი.

როგორც „კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამ ეტაპზე ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები