თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დაშავებული მგზავრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები