სავარაუდო ქურდობა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკელი სამართალდამცველებისგან მასალებს ამ დრომდე ელოდებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციიდან მასალებს ამ დრომდე ელოდებიან. საქმე ეხება ავღანეთში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს, რომელშიც რამდენიმე ქართველი ჯარისკაციც ფიგურირებს.
ბაგრამის სამხედრო ბაზიდან “კურიერს” წყარო უყვება, რომ ქართველი სამხედროებს ქურდობაში სდებენ ბრალს. წყაროს ცნობით, მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა.
როგორც წყარო იუწყება, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცები მსგავს დანაშაულში ამხილეს.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები გამოკითხვაზე ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები