„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკულმა „სტრაიკერებმა“ საქართველოს ტერიტორიაზე მარშირებით ჩაიარეს

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერის“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადაადგილებისას, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქალაქ გორის ცენტრში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მრავალეროვნული სწავლების, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცათ. გორიდან ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა.
1 აგვისტოს „სტრაიკერი“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად, ამერიკული “სტრაიკერები“, სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად, რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და ფოთის პორტში შემოვიდა. „ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება.
სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები