„ღირსეული პარტნიორი 2018“ საჰაერო კომპონენტის ჩართულობით გამოირჩევა

წელს, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს.
ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ (Blackhawk) და „აპაჩი“ (Apache) უკვე საქართველოშია.
სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა.
საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ჯავშანტექნიკა. საჰაერო გზით კი, აშშ-ის ვეროპის სარდლობის პირადი შემადგენლობა საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.
სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რაოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები