ადვოკატი რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. როგორც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, რუბენ სააკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქოჩარიანი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და დევნას უწოდებს. საერთო იურისდიქციის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.
რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა. 2008 წლის პირველ მარტს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, პოლიციის ორი თანამშრომელი.
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს აღნიშნულ საქმეზე ბრალი 26 ივლისს წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები