არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში დისკუსია და პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, მე ამაში ვერავითარ დრამატიზმს ვერ ვხედავ

“ირაკლი კობახიძე არის განათლებული, პრინციპული ახალგაზრდა ლიდერი, რომელმაც შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ხდება ოპონირება და შესაბამისად, ამ პროცესს ბრძოლას ვერ დაარქმევს.
“ოპონენტები თუ არსებობენ, ეს, ჩემი აზრით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ოპონირება გავუწიოთ იმ ძალებს, რომელთაც აქვთ კითხვები. ჩვენ გვქვს პასუხები და შეგვიძლია, ეს პასუხები გავცეთ ნებისმიერს. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ხდება დისკუსია, სადაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად, მე ვერავითარ დრამატიზმს ვერ ვხედავ ამაში.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის არის განათლებული, პრინციპული ახალგაზრდა ლიდერი, რომელმაც შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა. მან დაიწყო და დათქმულ ვადებში, ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვის უკეთეს გარანტიას ქვეყანაში.
რაც შეეხება იმას, ვინ ებრძვის ირაკლი კობახიძეს, მე ამას ბრძოლას ვერ დავარქმევდი. ჩვენ გვაქვს პასუხები კითხვებზე და თუ ეს კითხვები არსებობს, მზად ვართ, პარლამენტშივე გავცეთ პასუხი. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენი გუნდი დღეს არის უკეთეს ფორმაში. პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ჩვენ პრაქტიკულად, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ფორმატები, რომელიც არის პარტიაში, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი გუნდის კონსოლიდაციისთვის, გავააქტიუროთ და ეს ასეც არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები