“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიცია ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი”

„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიცია ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი. როგორც რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს, მისივე თქმით, ამ თარიღის დასახელება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის პოზიცია ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი. საპრეზიდენტო არჩევნების ვადის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა. შესაბამისად, ჯერჯერობით, არსებობს ვადა იმისთვის, რომ მან დაასახელოს კონკრეტული თარიღი. რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები