“ჩვენი მიზანი ევროპული სტანდარტების მიღწევაა, “მწვანე ეკონომიკა” პრიორიტეტი იქნება ყველა მიმართულებით”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკი განცხადებით, “მწვანე ეკონომიკა” პრიორიტეტი იქნება ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი ევროპული სტანდარტების მიღწევაა.
“ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ევროპულ სტანდარტს. “მწვანე ეკონომიკა” პრიორიტეტი იქნება ყველა მიმართულებით, დაწყებული სოფლის მეურნეობით და დამთავრებული საქალაქო ინფრასტრუქტურით, წინააღმდეგ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო, რომელიც თუნდაც 70-ე ადგილზეა ამ მხრივ, როგორც დაზარალებული, ვერ მიაღწევს ევროპულ სტანდარტს, ჩვენი მიზანი კი სწორედ ევროპული სტანდარტია”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ კოჯორში მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები