ტერორიზმის საქმეში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირები „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებებთან თანამშრომლობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის საქმეზე.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ინტერპოლის გენერალური სამდივნის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის თანახმად, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ფაქტზე საერთაშორისო დონეზე, წითელი ცირკულარით იძებნება შოაიფ ბორზიევი. მან სირიაში, ტერორისტულ საწვრთნელ ბანაკში გაიარა მომზადება სროლის, სანაღმო საქმიანობის, ფიზიკური და საბრძოლო-ტაქტიკის დისციპლინებში, რის შემდგომაც შეურთდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცა ,,ისლამური სახელმწიფოს|“ ერთ-ერთ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, მონაწილეობდა სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
საერთაშორისო დონეზე, წითელი ცირკულარით იძებნებოდა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვი, რომელიც 2014 წელს შუერთდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამური სახელმწიფოს|“ ერთ-ერთ უკანონო შიარაღებულ ფორმირებას და სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა.
რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, მის მიმართ 2008 წელს გაიცა წითელი ცირკულარი, ტერორიზმის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე ახმედ ჩატაევის შეყვანა ძებნილ პირთა ბაზაში განხორციელდა ნიუორკში, გაეროში სერბეთის მუდმივი მისიისგან მიღებული ტელეგრამის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება გაეროს უშიშროების საბჭოს მდივნის წერილს და ეფუძნება გაეროს რეზოლუციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების კონსოლიდირებული/ერთიანი სიების შექმნის თაობაზე, რომელთაც ეკრაძალებათ გადაადგილება და ექვემდებარებიან მათი აქტივების გაყინვას და იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს დეწესებას.
გარდა ამისა, ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით, სასამართლოში გამოკვლეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულ განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სია, რომელშიც ნომრად შეყვანილია ახმედ ჩატაევი: ცნობილი როგორც – ა) ახმადი შიშანი და ბ) დევიდ მაიერი, ასევე, ცნობილი როგორც ,,ოდნარუკი“. ისლამური სახელმწიფოს ერთერთი ლიდერი, რომელიც 130 მებრძოლს ხელმძღვანელობდა.
ახმედ ჩატაევისა და ასლამბეკ სოლტახმადოვის მიმართ 2018 წლის 12 მარტს გამოტანილ იქნა დადგენილება დევნის არ დაწყების შესახებ, მათი გარდაცვალების გამო, თუმცა ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებში:
1 – სსკ-ის 328-ე მუხლი (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება)

2 – 3232 -ე მუხლის 11 ნაწილით, (ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა)

3 – 323 1 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ტერორისტული მიზნით)

4 – 18-323-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადება, ესე იგი ტერორისტული მიზნით აფეთქების, ადამიანზე თავდასხმის, იარაღის გამოყენების მომზადება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროებას,)
5 – 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით. (ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ჯგუფურად და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები