გია ვოლსკი: მმართველი პარტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეულწილად უნდა ჩაერიოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი თანაგუნდელის, ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს. როგორც მან განმარტა, მმართველი გუნდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გარკვეულწილად უნდა ჩაერიოს.
„ზაქარია ქუცნაშვილს ასე მიაჩნია, მე არ მიმაჩნია, მე სხვანაირად მიმაჩნია, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ასე თუ ისე უნდა ჩაერიო, თუმცა, ჩარევას გარკვეული ფორმა და გარკვეული ნორმები სჭირდება”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ თუ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ის უპირატესობას არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, არამედ არჩევნებში საერთოდ ჩაურევლობას მიანიჭებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები