დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ელიოტ ეინჯელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ელიოტ ეინჯელთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა სენატორს ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას და მათი შემდგომი გაღრმავების პროცესში კონგრესის აქტიური როლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებით აღინიშნა ამერიკის პოლიტიკური სპექტრის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რაც გამოიხატა მათ შორის წარმომადგენლობითი პალატის განხილვაში მყოფ არაერთ რეზოლუციასა და საკანონმდებლო ინიციატივებში საქართველოსთან დაკავშირებით.
კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და მის შედეგებს, საქართველოს მნიშვნელობას და წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ისევე როგორც იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რაც შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ალიანსთან თანამშრომლობას მოიცავს.
მინისტრმა კონგრესმენს საქართველოს სამთავრობო გეგმა და მისი პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისას ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება საქრთველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები