სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა.
ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები