მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია

“ბიძინა ივანიშვილის ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ივანიშვილი პარტიაში, გადაწყვეტილების მიღებაში იმაზე მეტად არ ერევა ვიდრე ეს პარტიის ხელმძღვანელს შეუძლია.

“ძალიან ტენდენციური უნდა იყო გუშინდელი ინტერვიუს მომსმენი ადამიანი, რომ დაინახო ის, რაც არავის უთქვამს. რეალურად, ბატონი ბიძინა არის პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, პარტიულ ფორმატში ის ერევა გადაწყვეტილების მიღებაში და არა იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეუძლია პარტიის ხელმძღვანელს. მისი როლი ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი რესურსის გამოუყენებლობა ყველა მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მმართველი გუნდისთვის და ეს აისახება არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ქვეყანაზე. მისი ყოველმხრივი რესურსი უნდა გამოიყენოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე სახელმწიფომ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები