არჩილ თალაკვაძე: ბატონ კვირიკაშვილსაც და სხვა ადამიანებსაც ხელისუფლებიდან, აქვთ ვალდებულება, კითხვებს უპასუხონ

ბატონ კვირიკაშვილსაც და სხვა ადამიანებსაც ხელისუფლებიდან, აქვთ ვალდებულება კითხვებს უპასუხონ. დემოკრატია არის კითხვა-პასუხის რეჟიმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღიმილს იწვევს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

„ღიმილს იწვევს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. საზოგადოებას აქვს შეკითხვები იმაზე, თუ რა გააკეთა მთავრობამ და იმაზეც – თუ რის გაკეთებას გეგმავს მომავალში – ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რადგან დემოკრატია სხვანაირად ვერ მუშაობს. შესაბამისად, ბატონ კვირიკაშვილსაც და სხვა ადამიანებსაც ხელისუფლებიდან, აქვთ ვალდებულება კითხვებს უპასუხონ. დემოკრატია არის კითხვა-პასუხის რეჟიმი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები