რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ამ თვისებების გამო ჩამოაშორა ეს ხალხი ხელისუფლებას და კუთვნილი ადგილი მიუჩინა.
“ჩემთვის არ იყო გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ სრული უპასუხისმგებლობა და სიძულვილი აჩვენა. ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ამ თვისებების გამო ჩამოაშორა ეს ხალხი ხელისუფლებას და კუთვნილი ადგილი მიუჩინა. გუშინ, ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოგვეცა საშუალება, დავინახოთ თუ რამდენად დიდი განსხვავებაა ქართულ ოცნებას და მარტივ მამრავლებად (და არა პოლიტიკურ პარტიებად) დაშლილ ოპოზიციას შორის. რომ ერთ მხარეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ და მეორე მხარეს, პირად სიძულვილზე, შურისგებაზე და ფანტასმაგორიებზე დაფუძნებული ისტერია.
ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვალდებუელბა არის ჩვენი ქვეყნის პროგრესი, განსაკუთრებით სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო ინკლუზიისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ამას იმსახურებს ქართული საზოგადოება და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები