რა ვითარებაა საბერძნეთში, სადაც ხანძარმა 70-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ ხანძარს საბერძნეთში ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, სტიქიურმა უბედურებამ 74 ადამიანი იმსხვერპლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

გარდაცვლილთა უმეტესობამ სოფელ მატიდან თავი ვერ დააღწია, ისინი კვამლმა საკუთარ სახლებსა და მანქანებში გაგუდა.

ქვეყანაში, ქარის სიმძლავრე საათში 100 კილომეტრს აღწევს, შედეგად ცეცხლი დიდი სიჩქარით ვრცელდება და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მის კონტროლს ვერ ახერხებენ.

ასობით მეხანძრე ებრძვის ცეცხლს, მაშველები ნავებით და ვერტმფრენებით ახდენენ მოსახლეობის ევაკუაციას.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, მატის ერთ-ერთ ზღვისპირა ვილაზე 26 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი მათ შორის არიან ბავშვებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები