„იას უთხარით” – „თბილისური ეზო“ ახალ პროექტს უმასპინძლებს
25 ივლისს, 20:00 საათზე, „არტარეა“ წარმოადგენს: მუსიკოსის/კომპოზიტორის – გოგი ძოძუაშვილის და მსახიობ მზია არაბულის ერთობლივ პროექტს – „იას უთხარით”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ტარდება „თბილისური ეზოს” ფარგლებში და ელექტრონული მუსიკის და ხევსურული სიმღერის სინთეზია.
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი #111.
დასწრება თავისუფალია.