შაყულაშვილი: დაბნეულ სუბელიანს ვურჩიე წასულიყო პოლიციაში და მიეყვანა შვილი გამოკითხვაზე

ქალაქ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი და მირზა სუბელიანის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც პირველ დეკემბერს შედგა.
„პირველ დეკემბერს მოდის ჩემთან კაბინეტში მირზა სუბელიანი, შემოდის ოთახში, ვსვამ მაგიდასთან და ვეკითხები, რა მოხდა. მითხრა, რომ 51-ე სკოლასთან რომ მოხდა ფაქტი, ეს მოხდა ჩემი შვილის ჩაგვრის გამო, რომელმაც დაურეკა დეიდაშვილს და მოაყვანინა მეგორები, შემდეგ წავიდნენ ხორავას ქუჩაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მან მკითხა, რომ იყო დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთოო. მე შევუტრიალე კითხვა და ვეუბნები? შენი შვილი არის თუ არა მკვლელობაში გარეული და თუ იცოდა ვის ეჭირა დანა… მან მიპასუხა, რომ მკვლელი შვილი არ გაუზრდია, ხოლო დანა ვის ეჭირა, არ იცის. მე ვუთხარი, მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი და კლასელი, ახლავე ჩაისვი ბავშვი მანქანაში, მიიყვანე პოლიციაში და მიეცი სრული ჩვენება – მეთქი. მას ხმა არ ამოუღია, შეტრიალდა და გავიდა ოთახიდან. ვიღებ ყურმილს და ამის შესახებ 16:45 წუთზე ვაყენებ საქმის კურსში მთავარ პროკურორს და ვუყვები ჩვენი საუბრის შინაარს. ასევე, ვუკავშირდები კურატორ მოადგილეს, ბატონ გაბიტაშვილს და მასაც ვეუბნები მირზას ვიზიტის შესახებ, ვეუბნები, რომ პოლიციაში გავაგზავნე. მაგ დროისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდა დალაგებული და არც პირები იცოდნენ, ვინ ჩხუბობდა. რადგან მირზას შვილი ფლობდა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, დავურეკე გიორგი გაბოძეს და დავავალე, რომ გაეკონტროლებინა, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიეცა გამოძიებისათის. დავურეკე შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილეს, მას ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ვუთხარი, რომ გაეკონტროლებინა მისი დაკითხვა, რათა ამოგვეღო სრული ინფორმაცია. მე ამის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია“, – აღნიშნა შაყულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები