„ამ სტატუსს ვდებ პრევენციის მიზნით, შემდეგ ზოგიერთებმა რომ არ განაცხადონ, არ ვიცოდითო“

ექსპერტ კახა კახიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების ზოგიერთ ეშელონში განიხილება გეგმა, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კახა კახიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც კახიშვილი განმარტავს, ამ კამპანიაში ზოგიერთი ჟურნალისტისა და სპეციალურად დაქირავებული ადამიანების ჩართვა იგეგმება, რომელთაც სტატიებში ” შავი ” პიარის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.
“ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი და იმედია, რომ ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდება, ხელისუფლების ზოგიერთ ეშელონში (ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) განიხილება გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების (ექსპერტების და ასე შემდეგ) დისკრედიტაციას, რათა მათ სიტყვას საზოგადოებაში ფასი აღარ ჰქონდეს. ამ საქმეში ზოგიერთი ჟურნალისტისა და სპეციალურად დაქირავებული ადამიანების ჩართვასაც აპირებენ, რომლებიც სტატიებში ” შავი ” პიარის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ამასთან, სოციალურ ქსელში და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სტატიებისა და პუბლიკაციების ქვემოთ, დამოუკიდებელი ადამიანების ” ნიკებით ” ბინძურ კომენტარებს დაწერენ. პრინციპი იქნება მარტივი – დაგაბრალებ, რომ სპილო ხარ, შენ თავი იმართლე.
გასაგებია, რომ ბოლომდე ვერ გაიმართლებ. ამ სტატუსს ვდებ პრევენციის მიზნით, შემდეგ ზოგიერთებმა რომ არ განაცხადონ, არ ვიცოდითო და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების საბოლოო მიმღებში, საღი აზრი გაიმარჯვებს და მოკლევადიან ეფექტზე ორიენტირებული არ იქნება. ძალიან მინდა, რომ ეს ინფორმაცია არ გამართლდეს, თუმცა რაღაც ნიშნები უკვე იკვეთება, იმედია, ადგილი აქვს ჩვეულებრივ დამთხვევას“,- წერს კახა კახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.1624255_211748589031332_653963352_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები